აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა დონალდ ტრამპს დაურეკა და საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. იუწყება NBC News
ჰარისის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ჰარისმა და ტრამპმა ისაუბრეს "ძალაუფლების მშვიდობიანი გადასვლისა და ყველა ამერიკელისთვის პრეზიდენტობის მნიშვნელობის შესახებ".
წინასწარი მონაცემებით, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა.