დემოკრატი სარა მაკბრაიდი აშშ-ის წარმომადნგელეთა პალატის წევრად აირჩეის დელავერის შტატიდან.
34 წლის სარა მაკბრაიდი გახდა პირველი ტრანსგენდერი ქალი, რომელიც კონგრესში აირჩიეს.
"მადლობა, დელავერ! ვამაყობ, რომ თქვენი ხმებისა და თქვენი ღირებულებების წყალობით, კონგრესის ახალი წევრი გავხდები”, - დაწერა მან სოციალურ ქსელში.
მაკრაბიდმა თავისი იდენტობის შესახებ ღიად 2011 წელს ისაუბრა. მისი თქმით, ის პოლიტიკაში უფრო ინკლუზიური გარემოს შესაქმნელად შევიდა.
2012 წელს მაკბრაიდი გახდა პირველი ტრანსგენდერი, რომელმაც სტაჟირება დაიწყო თეთრ სახლში შეერთებული შტატების 44-ე პრეზიდენტის, ბარაკ ობამას მმართველობისას.
2021 წლიდან იგი დელავერის შტატის სენატის წევრია.