ბოლო ცნობებით, აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი რესპუბლიკური პარტიიდან დონალდ ტრამპი მერყევი შტატების უმეტესობაში ლიდერობს იუწყება BBC.
გამოცემის ინფორმაციით, ტრამპი ლიდერობს ჯორშიაში, ჩრდილოეთ კაროლინასა და პენსილვანიაში, სადაც ხმების უმრავლესობა დათვლილია.
არიზონასა და ვისკონსინში, სადაც ხმების ნახევარზე მეტი დათვლილია, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ტრამპი უმნიშვნელოდ უსწრებს კამალა ჰარისს.
ამასთან, კამალა ჰარისი ლიდერობს მიჩიგანში, თუმცა იქ, ამ დროისთვის, ხმების მხოლოდ 32%-ია დათვლილი.
ამასთან, BBC-ი წერს, რომ ყველაფერი შეიძლება სწრაფად შეიცვალოს, რადგან ხმების დათვლის პროცესი გრძელდება.