5 ნოემბერს, დილით, ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვისკენ სულ მცირე შვიდი მცირე რადიუსის ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, ამის შესახებ სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბმა და იაპონიის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადეს.
ეს არის მეორე ბალისტიკური რაკეტის გაშვება ჩრდილოეთ კორეიდან რამდენიმე დღის განმავლობაში.
სეულის ცნობით, რაკეტებმა დაახლოებით 400 კილომეტრი უფრინეს. სამხრეთ კორეელი სამხედროები აკვირდებოდნენ გაშვებას რეალურ დროში დაუზიარებდნენ ინფორმაციას იაპონელ და ამერიკელ მოკავშირეებს.
იაპონიის მინისტრთა კაბინეტის გენერალურმა მდივანმა იოშიმასა ჰაიასიმ განაცხადა, რომ ბალისტიკური რაკეტების გაშვება ჩრდილოეთ კორეიდან ემუქრება იაპონიის მშვიდობასა და უსაფრთხოებას.
3 ნოემბერს სამხრეთ კორეამ, იაპონიამ და შეერთებულმა შტატებმა ერთობლივი საჰაერო წვრთნები გამართეს.
ფხენიანის მიერ ბოლო რაკეტების გაშვება შესაძლოა, ჩაითვალოს „პირდაპირ პასუხად“ ამ სამმხრივ სამხედრო წვრთნებზე, - განუცხადა AFP-ს კორეის თავდაცვის მრეწველობის ასოციაციის წარმომადგენელმა.