შეერთებული შტატები აღნიშნავს ორმოცდახუთი წლის წინ თეირანში ამერიკის საელჩოში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების წლისთავს, რომლის თანამშრომლები აიათოლა ხომეინის მხარდამჭერებმა 444 დღის განმავლობაში მძევლად აიყვანეს.
„ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ თეირანში გამართული მამაცი ამერიკელი დიპლომატების სამსახურს და არც იმ ამაზრზენ მოპყრობას, რომელსაც მათ მიმართ ირანის რეჟიმი ახორციელებდა. ამერიკელი დიპლომატები ყოველდღიურად მუშაობენ ჩვენი ინტერესების წინსვლისთვის რთულ და ხშირად სახიფათო გარემოში მთელს მსოფლიოში, და ეს ბნელი წლისთავი არის შეხსენება იმ მსხვერპლის შესახებ, რომელიც მათ და მათმა ახლობლებმა გაიღეს.
ჩვენ მკაფიიონი ვრჩებით ირანის რეჟიმის საფრთხეების მიმართ და გავაგრძელებთ მუშაობას ჩვენს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან“, - აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებაში.
1979 წლის 4 ნოემბერს სტუდენტი მომიტინგეები გადაძვრნენ ამერიკის საელჩოს ღობეზე, რომლებიც უკმაყოფილონი იყვნენ იმით, რომ პრეზიდენტმა ჯიმი კარტერმა შაჰ მოჰამედ რეზა ფეჰლევის კიბოს სამკურნალოდ შეერთებულ შტატებში შესვლის უფლება მისცა.
ისლამისტ-სტუდენტებს 52 ადამიანი 444 დღის განმავლობაში მძევლად ჰყავდათ აყვანილი.
საელჩოს რამდენიმე თანამშრომელმა გაქცევა მოახერხა და ირანში კანადის ელჩის სახლს შეაფარა თავი.
მოგვიანებით მათ ქვეყანა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერო სააგენტოს მიერ ჩატარებული ოპერაციის წყალობით დატოვეს. ამ მოვლენებმა აშშ-სა და ირანს შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა გამოიწვია. ხუთი წლის წინ შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა ირანის ამჟამინდელი უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ცხრა თანამოაზრეს.