თბილისის მერმა, კახა კალაძემ კომენტარი გააკეთა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე, რომლის თანახმად, ის პროკურატურაში დაკითხვაზე მისვლას უარს ამბობს.
კალაძის თქმით, სალომე ზურაბიშვილმა „კეთილი უნდა ინებოს, აწიოს ერთი ადგილი“ და მტკიცებულებები წარადგინოს.
„პროკურატურას დაწყებული აქვს გამოძიება და მოწოდებებიც გაკეთდა, სხვათა შორის, რომ ქალბატონმა ზურაბიშვილმა კეთილი ინებოს, წაბრძანდეს და პასუხი გასცეს ყველა შეკითხვას, წარადგინოს მტკიცებულებები. მოწოდებები არ გაგიგიათ ამის შესახებ? ჰოდა, კეთილი ინებოს, აწიოს ერთი ადგილი, მივიდეს და პასუხი გასცეს ყველა შეკითხვას, წარმოადგინოს ყველა მტკიცებულება”, – „პუბლიკას“ ცნობით, განაცხადა კახა კალაძემ.