გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი მოულოდნელი ვიზიტით კიევში ჩავიდა.
"ჩვენ წინააღმდეგობას ვუწევთ ამ სისასტიკეს ჩვენი ადამიანურობითა და მხარდაჭერით, რათა უკრაინელებმა არა მხოლოდ გადაიტანონ ზამთარი, არამედ მათი ქვეყანა გადარჩეს. ისინი მთელი ევროპის თავისუფლებასაც იცავენ" , - თქვა ბერბოკმა კიევში ჩასვლისას.
ბერბოკი კიევში რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან უკვე მერვედ იმყოფება.