21 ნოემბრამდე გვაქვს დრო, როდესაც ცესკომ შემაჯამებელი ოქმი უნდა გამოაქვეყნოს, ამიტომ საჭიროა მაქსიმალური წნეხი ცესკოზე და პირადად კალანდარიშვილზე, რომ არ ცნოს დ არ დაწეროს ის რიცხვები, რომლებიც ივანიშვილმა დაავალა“,- ამის შესახებ კოალიცია “ცვლილებებისთვის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.
პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში, ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის კონსულტაციები მიმდინარეობს საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით, რომელიც დღეს, 4 ნიოემბერს რუსთაველის გამზირზეა დაგეგმილი
ზურაბ ჯაფარიძის თქმით, საზოგადოებას ნებისმიერი სცენარის განვითარების მოლოდინი უნდა ჰქონდეს.
„21 ნოემბრამდე გვაქვს დრო, როდესაც ცესკომ შემაჯამებელი ოქმი უნდა გამოაქვეყნოს, ამიტომ საჭიროა, მაქსიმალური წნეხი ცესკო-ზე და პირადად კალანდარიშვილზე, რომ არ ცნოს დ არ დაწეროს ის რიცხვები, რომლებიც ივანიშვილმა დაავალა. ამის შემდეგ , კონსტიტუციით განსაზღვრულია 10 დღე, რომ ახალი პარლამენტი შეიკრიბოს და ცნოს საკუთარი ლეგიტიმურობა და ამის დაშვება არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება. სხვადასხვა ვერსიები განიხილება და დღევანდელ შეხვედრაზე სწორედ ამ ვერსიებს შევაჯერებთ.
საზოგადოებას უნდა ჰქონდეს მოლოდინი ნებისმიერი სცენარის განვითარების. ეს კარვები კონკრეტული ბრძოლისთვის ინსტრუმენტია, არვინ აპირებს თავდაცვის პოზაში ყოფნას, ყველას აქვს გაცნობიერებული, რომ სინამდვილეში, ეს არჩევნები ჩვენ მოვიგეთ, ლეგიტიმაცია ჩვენ მოგვცა ხალხმა. ამიტომ კარვების გამოყენება თუ მოხდება, მოხდება შეტევითი ხასიათის ოპერაციისთვის“,- განაცხადა ჯაფარიძემ.