მოლდოვაში საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით ცხრა საათზე დაიხურა. არჩევნებში მაღალი აქტივობა დაფიქსირდა, რამაც 54% შეადგინა.
მაია სანდუმ მადლობა ბრფინგზე გადაუხადა მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობისთვის და მოუწოდა უცხოეთში მყოფ მოლდოველებს, მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში, ვიდრე დრო აქვთ.
დღეს, მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. არჩევნების პირველ ტურში, რომელიც 20 ოქტომბერს ჩატარდა, სანდუმ ხმების 42.45%, ხოლო სტოიანოგლომ 25.98% მიიღო.