ეს არჩევნები არ ასახავს ქართველი ხალხის ნება, - ამის შესახებ პარტია საქართველოსთვის ლიდერმა გიორგი გახარიამ „ფორმულას“ გადაცემა „დროებაში „ განაცხადა.
„პრეზიდენტი არის ერთადერთი არამძევლადაყვანილი, თავისუფალი ინსტიტუტი. ყოველთვის ვამბობდი, რომ არჩევნებში მისი როლი, მისი ხმა იქნებოდა უკიდურესად მნიშვნელოვანი.
დღეს ჩვენი მოქალაქეების პროტესტის, ამ უამრავი დარღვევის და საერთაშორისო დამკვირვებლების ხმასთან ერთად პრეზიდენტის ხმა არის განმსაზღვრელი, რომ საერთაშორისო საზოგადოებაში დაფორმირდეს აზრი, რომ ამ სტატუს კვოთი სხვა თანაბარ პირობებში ეს არჩევნები ვერ განსაზღვრას საქართველოს შემდგომი წლების ბედს, იმიტომ, რომ ეს არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას.
ასე თვლის ქართველი ხალხი, ასე თვლიან დამკვირვებლები, ასე თვლის საერთაშორისო საზოგადოება და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები და ასე თვლის პრეზიდენტი. ახლა ასე თუ არ თვლის სახალხო დამცველი და ვენესუელა, ნუ, რას ვიზამთ, ასე არ თვლის ოცნებაც მაგალითად და ესენი სადღაც მოილაპარაკებენ, რაღაც ოთახში ეტყობა ხვდებიან, რაღაც თავისი გლობალური სიგიჟის პარტია აქვთ“, - განაცხადა გახარიამ.