ევროპული საბჭო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს დე-ფაქტო აჩერებს, საქართველოს ხელისუფლება კი ამბობს, რომ პროცესი გრძელდება, - ამის შესახებ ჩეხეთის ელჩი საქართველოში, პეტრ კუბერნატი X-ზე წერს.
„ევროკომისია გარკვევით წერს: ევროპული საბჭო საქართველოს [ევროკავშირში] გაწევრიანების პროცესს დე-ფაქტო აჩერებს. საქართველოს ხელისუფლება კი ამბობს, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი გრძელდება!
ევროკავშირის გაფართოების ანგარიში საქართველოს შესახებ ერთი დოკუმენტია, მაგრამ მას განსხვავებულად კითხულობენ“, - წერს ელჩი.