შეერთებული შტატების, იაპონიისა და სამხრეთ კორეის სამხედროებმა ერთობლივი საჰაერო წვრთნები გამართეს. იტყობინება სამხრეთ კორეის საინფორმაციო სააგენტო Yonhap-ი.
მედიის ინფორმაციით, წვრთნებში მონაწილეობა ამერიკული სტრატეგიული ბომბდამშენი B-1B.
როგორც იუწყებიან, წვრთნები კორეის ნახევარკუნძულის სამხრეთით ჩატარდა და იყო საპასუხო რეაქცია ჩრდილოეთ კორეის რეჟიმის მიერ კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტების გაშვებაზე.
წვრთნებისას სამხრეთ კორეის, შეერთებული შტატებისა და იაპონიის საბრძოლო ავიაგამანადგურებლებს თან ახლდა ამერიკული სტრატეგიული ბომბდამშენი B-1B, რომლის ზუსტი რაოდენობა არ არის ცნობილი.
სამხედრო მფრინავები ვარჯიშობდნენ სამიზნეებზე, რათა მოეხდინათ „B-1B-ის უზარმაზარი შესაძლებლობების დემონსტრირება“.
შეგახსენებთ, 31 ოქტომბერს ფხენიანმა გაუშვა კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა Hwason-19, რომელმაც 7687.5 კმ სიმაღლეს მიაღწია და დაფარა 1000 კმ-ზე მეტი მანძილი.