მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.
მოქალაქეებმა არჩევანი მოქმედ პრეზიდენტ, „მოქმედებისა და სოლიდარობის“ პარტიის კანდიდატ მაია სანდუსა და ყოფილ გენერალურ პროკურორ, სოციალისტური პარტიის კანდიდატ ალექსანდრ სტოიანოგლოს შორის უნდა გააკეთონ.
მოლდოვაში საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 07:00 საათზე გაიხსნა და 21:00 საათზე დაიხურება.
მსოფლიოს 37 ქვეყანაში გახსნილია 234 საარჩევნო უბანი.
არჩევნების პირველ ტურში, რომელიც 20 ოქტომბერს გაიმართა, სანდუმ ხმების 42.45% მიიღო, ხოლო სტოიანოგლომ – 25.98%.