ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) იერიშების შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში 55 პალესტინელი და 71 ლიბანელი დაიღუპა. იუწყება ტელეარხი TRT World.
„ღაზის სექტორში ისრაელის თავდასხმების შედეგად სულ მცირე 55 პალესტინელი დაიღუპა, რის შემდეგაც გასული წლის შემდეგ დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 43 314-ს მიაღწია“, - იტყობინება ტელარხი. მისივე ცნობით დაშავდა კიდევ 192 ადამიანი.
როგორც იუწყებიან, საჰაერო თავდასხმების შედეგად დაზარალებულთა ნაწილი კვლავ ნანგრევების ქვეშ იმყოფება და მათთან მისვლას სასწრაფო დახმარებისა და სამოქალაქო თავდაცვის ეკიპაჟები ვერ ახერხებენ.
გარდა ამისა, ლიბანის ჯანდაცვის სამინისტრომ თავის Telegram-არხზე განაცხადა, რომ ისრაელის საჰაერო თავდასხმებს ბოლო 24 საათის განმავლობაში სულ მცირე 71 ადამიანი ემსხვერპლა და 169 დაშავდა.
უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ წლის ოქტომბრის შემდეგ ქვეყანაში დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 2968-ს მიაღწია, 13319 კი დაშავდა.