ისრაელის გამანადგურებელმა სამხრეთ ლიბანში, ჯუაიას რაიონში „ჰეზბოლას“ სარაკეტო ძალების - „ნასერის“ მეთაური გაანადგურა. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსამსახური იტყობინება.
უწყების ცნობით, ამ დარტყმების დროს ლიკვიდირებული იქნა „ნასერის“ ძალების დრონების ქვედანაყოფის მეთაურიც.
ამასთან, ისრაელის სამხედრო-საზღვაო ფლოტის კომანდოსთა ჯგუფმა ჩრდილოეთ ლიბანში, ისრაელის საზღვრიდან 140 კილომეტრში, ჰეზბოლას“ მეთაური შეიპყრო.
ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია N12 ისრაელელი სამხედროების წარმომადგენელზე დაყრდნობით იტყობინება.
ტელეარხის ცნობით, ჰეზბოლას დატყვევებული მეთაური ისრაელში გადაიყვანეს.
პორტალ Ynet-ის ცნობით, ისრაელის საზღვაო ძალების სპეცრაზმის ოპერაციის დროს იმად ამჰაზი ტყვედ ჩავარდა ჩრდილოეთ ლიბანის სოფელ ბატრუნში.
The Times of Israel-ის ცნობით, მას ეკავა ერთ-ერთი წამყვანი თანამდებობა მოძრაობა „ჰეზბოლას“ საზღვაო ძალებში.