„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მწერლის, პოლიტიკოსის, ზაალ სამადაშვილისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის, გიორგი ხარჩილავას ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.
„ჩვენი პარტიისთვის და დიდი ოჯახისთვის უმძიმესი დღეებია. საქართველომ დაკარგა ორი გამორჩეული პატრიოტი – ზაალ სამადაშვილი და გიორგი ხარჩილავა. მათი გულები ჩვენი სამშობლოს უკეთესი მომავლის იმედით ძგერდა. ჩვენ ბოლომდე მივიყვანთ მათ დაწყებულ საქმესა და ბრძოლას. ვუსამძიმრებთ მათ ოჯახებს, ახლობლებს და სრულიად საქართველოს“, – აღნიშნულია პარტიის სამძიმარში.