თბილისის მერი კახა კალაძე წალენჯიხის მერის, გიორგი ხარჩილავას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და ოჯახის წევრებს სამძიმარს უცხადებს.
„ვწუხვარ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის, გიორგი ხარჩილავას გარდაცვალების გამო. სამძიმარს ვუცხადებ გიორგის ოჯახის წევრებს, მის ახლობლებს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტს“, – წერს კალაძე სოციალურ ქსელში.