სერბეთის ქალაქ ნოვი სადში, რკინიგზის სადგურზე გადახურვის ჩამონგრევის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა, - განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა.
„ვიმედოვნებთ, რომ ეს არის საბოლოო რიცხვი - 14 ადამიანი დაიღუპა. აქედან ხუთი ადამიანის ვინაობის დადგენა ვერ მოვახერხეთ“, – განაცხადა ვუჩიჩმა ტრაგედიიდან რამდენიმე საათის შემდეგ.
სამაშველო ოპერაცია მალევე დასრულდა. გარდა 14 დაღუპულისა, დაშავდა სამი ადამიანი.
სერბეთის ხელისუფლებამ შაბათი გლოვის დღედ გამოაცხადა.
გადახურვა გუშინ, 1-ელ ნოემბერს ჩამოიგრა, რომლის ქევეშაც სკმაზე ადამიანები ისხდნენ.