55 წლის ასაკში გარდაიცვალა წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში წალენჯიხა ერთადერთი თვითმმართველი თემი იყო, სადაც მერის არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციის კანდიდატმა გაიმარჯვა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა, გია ხარჩილავამ მაშინ ხმების 51.10% მიიღო.
არსებული ინფორმაციით, მისი გარდაცვალების მიზეზი ჯანმრთელობის უეცარი გართულება გახდა.
2006–2010 წლებში გია ხარჩილავა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იყო.