70 წლის ასაკში გარდაიცვალა მწერალი და პოლიტიკოსი ზაალ სამადაშვილი. ინფორმაციას ოჯახის ახლობლები ადასტურებენ.
ზაალ სამადაშვილი ავტორი იყო რამდენიმე წიგნისა, მათ შორის „ბოშები“, „პლეხანოვური ამბები“ და სხვა. იგი ასევე იყო სცენარის ავტორი ფილმებისა „თემო“ და „გარსევანი“. სამადაშვილმა 2007 წელს დააარსა ლიტერატურული პრემია „გალა“.
ამასთან, ზაალ სამადაშვილი 2008-2013 წლებში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა.