სერბეთის ქალაქ ნოვი სადში, რკინიგზის სადგურის სახურავის ჩამონგრევის შედეგად, სულ მცირე 11 ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. მანამდე ცნობილი იყო 8 დაღუპულის შესახებ.
მედიის ცნობით, სამი ქალი გადაყვანილია სამედიცინო ცენტრში. მათი მდგომარეობა მძიმეა.
მშენებლობის, ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში „ყველა პირი, ვინც პასუხისმგებელია სადგურზე მგზავრების უსაფრთხოებაზე, პასუხს აგებს მომხართან დაკავსირებით“.
2 ნოემბერი, გლოვის დღედ გამოცხადდა.