ვიეტნამში ტაიფუნ “ტრამს” 12 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავდა კიდევ შვიდი ადამიანი. იუწყება პორტალი VnExpress.
„კუანგბინის პროვინციაში 12 დაიღუპა და შვიდი დაშავდა. ხუთი გემი ჩაიძირა და 34 ათასზე მეტი სახლი დაიტბორა ტაიფუნ „ტრამის“ გამო, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ცნობილია, რომ ოთხიდღიიანი წყალდიდობისა და წვიმის გამო საჭირო გახდა 9 300 საცხოვრებელი სახლიდან მოსახლეობის ევაკუაცია.
ყველაზე დიდი ზიანი მიადგა ლე ტუის რაიონს, სადაც დაახლოებით 20 ათასი სახლი დაზიანდა.
პროვინციის კატასტროფების მართვის კომიტეტის ცნობით, სტიქიისგან მიყენებული ზარალი დაახლოებით 20 მილიონ დოლარს შეადგენს.