ფლორიდის შტატის ქალაქ ორლანდოში ჰელოუინის ღამეს სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ექვსი კი დაშავდა. იუწყება Reuters
პოლიციის ცნობით, დაშავებული ადამიანები საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათივე თქმით, სროლის მოწყობის ბრალდებით ერთი 17 წლის მოზარდი დააკავეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ჰელოუინს ასობით ადამიანი ზეიმობდა.
თავდასხმის მოტივის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.