კოალიცია “ძლიერი საქართველოს" შტაბში გაერთიანებული ოპოზიცია და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ერთმანეთს ხვდებიან.
შეხვედრაზე მივიდნენ ისრაელის ელჩი, ნატო-ს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე, საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენლები, ლიეტუვის ელჩის მოადგილე, ჩეხეთის ელჩი, შვეიცარიის ელჩი, ნორვეგიის ელჩი, შვედეთის ელჩი და 10-ზე მეტი დიპლომატი იმყოფება, რომლებიც "ქართული ოცნების" ოპონენტების მიერ 26 ოქტომბრის არჩევნებში დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით მოპოვებულ მტკიცებულებებს გაეცნობიან.