ესპანეთში, ძლიერი წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 200-ს გადააჭარბა. იუწყება El Pais.
1 ნოემბრის დღის მეორე ნახევარში, ერთობლივმა საკოორდინაციო ცენტრმა, რომელიც სტიქიის შედეგების ლიკვიდაციას ახორციელებს, იტყობინება, რომ ვალენსიის რეგიონში 202 ადამიანი დაიღუპა.
კასტილია-ლა მანჩასა და ანდალუზიის რეგიონებში სამი ადა მინია დაღუპული.
ეს მაჩვენებელი მეტია, ვიდრე დასავლეთ გერმანიაში 2021 წლის ზაფხულში მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად დაფიქსირდა.
სამუშაოების დაჩქარების მიზნით სტიქიის ზონაში უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების ძებნაში უფრო მეტი სამხედრო მოსამსახურეა ჩართული.