158 ადამიანია დაიღუპული ესპანეთში 1973 წლის შემდეგ ყველაზე ძლიერი წყალდიდობის შედეგად. იუწყება BBC
წყალდიდობა გამოიწვია ძლიერმა წვიმამ, რომელიც მოულოდნელად ქვეყნის ზოგიერთ რაიონს დაატყდა.
”ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტი ადამიანის გადარჩენა”, - თქვა პრემიერ მინისტრმა პედრო სანჩესმა, რომელიც დაზარალებულ რაიონებში ჩავიდა.
სულმცირე 155 ადამიანი დაიღუპა ვალენსიის რეგიონში, კიდევ ორი კასტილა-ლა მანჩაში და ერთი ანდალუსიაში.
სულ მცირე 40 ადამიანი დაიღუპა ვალენსიის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე პაიპორტას მუნიციპალიტეტში, სადაც მდინარე ადიდდა.
ესპანეთის მეფე ფელიპე VI გააფრთხილა, რომ საგანგებო მდგომარეობა ჯერ არ დასრულებულა, პრემიერ-მინისტრმა სანჩესმა მოუწოდა მოქალაქეებს დარჩნენ სახლში, თუ ეს შესაძლებელია და დაიცვან საგანგებო სამსახურების რეკომენდაციები.
სამაშველო ოპერაციებში ჩართულია ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე, რომლებიც დახმარებას უწევენ სამაშველო სამსახურებს.
ესპანელი მეტეოროლოგების ცნობით, ვალენსიაში სულ რაღაც რვა საათში 491 მმ ნალექი მოვიდა, რაც დაახლოებით წლიურ ნორმას შეესაბამება.
სტიქიის გამო ესპანეთში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული.