უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ უკრაინა ყურადღებით აკვირდებოდა 26 ოქტომბერს საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობას.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ ეუთოს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის დასკვნას საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე, რომელმაც დააფიქსირა მრავალი დარღვევა“, - ნათქვამია განცხადებაში.
საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ მოსყიდვა, დაშინება, იძულება და ამომრჩეველზე ზეწოლა, ხმის მიცემის არარსებობა, ოპოზიციური პარტიების მედიაზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვა - ეს მხოლოდ იმ დარღვევების არასრული ჩამონათვალია, რითიც ამ არჩევნებმა თავი დაგვამახსოვრა.
”გასაკვირი არ არის, რომ მათმა შედეგებმა დიდი მოწონება დაიმსახურა რუსეთში, რადგან ნების გამოხატვის შედეგებზე ზემოქმედების ასეთი მეთოდები დამახასიათებელია სწორედ რუსული რეჟიმისთვის.
ამავე დროს, ის [მეთოდები] შეუთავსებელია ევროკავშირისა და ნატო-სკენ მიმავალ გზასთან, რასაც საქართველოს მთავრობა დეკლარირებს“, - ხაზგასმით აღნიშნეს უწყებაში.
საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ დადგენილი ფაქტები უნდა იქნას გამოძიებული, რათა უზრუნველყოფილ იქნას არჩევნების ლეგიტიმურობა და თავიდან იქნას აცილებული პოლიტიკური კრიზისი.
უკრაინამ მოუწოდა საქართველოს მთავრობას „არ გაჰყვეს ბელარუსის გზას სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დაკარგვისკენ“.
უკრაინა ნებისმიერ ვითარებაში მხარს დაუჭერს ქართველ ხალხს მათ მისწრაფებაში გააგრძელონ ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების სტრატეგიული კურსი“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.