ჩეჩნეთის ხელმძღვანელი რამზან კადიროვი აცხადებს, რომ ჩეჩნეთში მდებარე რუსეთის სპეცრაზმის უნივერსიტეტზე უკრაინის ძალების თავდასხმის შედეგად უკრაინელი ტყვეები დაიღუპნენ.
„რესპუბლიკის თითოეულ სტრატეგიულ ადგილზე ათამდე უკრაინელი ტყვეა მოთავსებული, მათ შორის „რუსეთის სპეცრაზმის უნივერსიტეტის“ ტერიტორიაზე. კიევმა, რომელიც ჩვენთვის ზიანის მიყენებას ცდილობდა, დღეს საკუთარი ჯარისკაცები დაღუპა“, - წერს კადიროვი Telegram-ზე.
კადიროვის თქმით, მათი მხრიდან მსხვერპლი არ არის.
კადიროვმა თქვა, რომ კიევმა უნდა გააცნობიეროს, რომ ამგვარი თავდასხმებით ის პირველ რიგში ზიანს აყენებს თავის მოქალაქეებს.
მისი თქმით, თავდასხმა ჩეჩენ მებრძოლებს შორის, რომელბიც უკრაინსი ტერიტორიაზე საბრძოლო ზონაში იმყოფებიან, უფრი გააშმაგებს. „ჩეჩენ ხალხს არასოდეს დაუშვია და არ დაუშვებს ვინმეს საკუთარის ხელყოფის უფლება მისცეს“, - თქვა კადიროვმა.
29 ოქტომბერს, რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ ჩეჩნეთში მდებარე „რუსეთის სპეცრაზმის უნივერსიტეტს“ დრონებით დაესხნენ თავს. მისი თქმით, უპილოტო აპარატის თავდასხმის შედეგად ცარიელი შენობის სახურავზე ხანძარი გაჩნდა.
რუსეთის სპეცრაზმის უნივერსიტეტი, სხვა საქმიანობასთან ერთად, უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების მონაწილეებს ამზადებს.