ჩვენი ამოცანაა "ქართული ოცნება" მოვაქციოთ სრულ იზოლაციაში, რადგან ეს არის არალეგიტიმური, თვითმარქვია პოლიტიკური ძალა, რომელიც დღეს იბრალებს, რომ არის ვითომ ხელისუფლება“, - ამის შესახებ “ერთიანობა - ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.
„ჩვენთვის, მნიშვნელოვანია, “ოცნება“ საგარეო ასპარეზზე იზოლაციაში მოვაქციოთ. რაც შეეხება ქვეყნის შიგნით, ამ ამოცანის შესრულების პარალელურად, ჩვეუნ, აუცილებლად უნდა დავიწყოთ პროცესი - ხელისუფლების დათმობა "ქართულმა ოცნების" მიერ.
ღიად ვამბობ, რომ ჩვენ, ისინი უნდა შევაფერხოთ, იმ საქმიანობაში, რასაც ახორციელებენ. როგორ და რანაირად ამას გეტყვით, შეფერხება - პროტესტისა და წინააღმდეგობის სახით, უნდა შეიქმნას წინააღმდეგობის კერები, იქნება ეს თბილისსა თუ რეგიონში. ამ ორივე კომპომპონენტს, სინთეზში, მივყავართ შედეგამდე. სხვა შემთხვევაში, შედეგი არ იქნება“, - განაცხადა ვაშაძემ.