გაყალბების მტკიცებულებები უკვე დევს. ჩვენ ახლა ვმუშაობთ ამ რუსული მოდელის გაშიფვრაზე, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
ხოშტარიას თქმით, „პარტნიორებისთვის ძალიან საინტერესოა, რადგან ეს რუსული მოდელი არის საფრთხე ბევრი სხვა დემოკრატიისთვის“.
“გაყალბების მტკიცებულებები უკვე დევს, ახლა ჩვენ რაზეც ვმუშაობთ, ეს არის მთლიანი მოდელის - აი, ამ რუსული მოდელის გაშიფვრა, რომელიც არაერთ ქვეყანაში გამოყენებულა და ეს ჩვენი პარტნიორებისთვის ძალიან საინტერესოა იმიტომ, რომ ეს რუსული მოდელი არის საფრთხე ბევრი სხვა დემოკრატიისთვის.
ამიტომ, მტკიცებულებები უკვე დევს - ყველა შეფასება არის ცალსახა და გაყალბებების ფაქტები დევს, მაგრამ ჩვენ გავხსნით მთელ სქემას.
მე ვურჩევდი ცესკო-ს თანამშრომლებს, ვურჩევდი კიდევ სხვა ჩართულს ამაში დაიზღვიონ თავი, გადაირჩინონ თავი - ეს იქნება მტკივნეული მათთვის, ეს არის კრიმინალი”, - განაცხადა ხოშტარიამ.