პრორუსული ტელეარხი „ალტ-ინფო“ მაუწყებლობას წყვეტს. ამის შესახებ არხის დამფუძნებლებმა ბოლო ეთერიდან განაცხადეს.
შოთა მარტინენკო გამბობს, რომ არჩევნებზე ასეთ შედეგს არ ელოდნენ.
"ფაქტი ის არის, რომ ჩვენ უბნებზე გვყავდა დამკვირვებლები. ჩვენივე დაკვირვებით ვნახეთ, რამდენი ხმა ავიღეთ. ეს ვნახეთ და ჩვენ არჩევნებამდე მივედით ისე, რომ სასწორზე შევდეთ ყველაფერი, რაც გვქონდა, ყველაფერი, რაც გაგვაჩნდა და უკან დასახევი გზა მოვიჭერით თავიდან ბოლომდე. აქედან გამომდინარე, უნდა გვესმოდეს, რომ ეს მარცხი ჩვენთვის არის ძალიან მძიმე. ძალიან სერიოზული დარტყმაა ჩვენთვის ეს მარცხი იმიტომ, რომ ჩვენ არ ველოდით ამ შედეგეს და ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ეს შედეგი არ დამდგარიყო, მაგრამ მაინც ეს შედეგი დადგა”, - თქვა მან.