ქართველი ხალხი დემოკრატიისთვის იბრძოდა, მათ აქვთ უფლება, იცოდნენ რა მოხდა ამ შაბათ-კვირას, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი წერს.
„ქართველი ხალხი დემოკრატიისთვის იბრძოდა. მათ აქვთ უფლება, იცოდნენ რა მოხდა ამ შაბათ-კვირას.
უფლება, დაინახონ, რომ დარღვევების გამოძიება ხდება სწრაფად, გამჭვირვალედ, დამოუკიდებლად.
რამდენადაც თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ევროპული ღირებულებების საფუძველია“, - წერს ლაიენი X-ზე.