ვფიქრობ, რომ ვთანხმდებით მნიშვნელოვან შეთანხმებებზე, დღეს, კონკრეტული გზა გვექნება საზოგადოებისთვის, თუ რა ნაბიჯებს გადავდგამთ, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, 2024 წლის არჩევნების შედეგები არის დაწერილი და ის რეალობას არ ასახავს.
„ეს არის არა უბრალოდ გაყალბებული, არამედ დაწერილი შედეგები. ამ არჩევნებში ხალხმა გაიმარჯვა. აქედან გამომდინარე, ჩვენი პოზიცია არის მყარი. აზრები გავცვალეთ და ვფიქრობ, რომ ვთანხმდებით მნიშვნელოვან შეთანხმებებზე, დღეს აუცილებლად, უკვე კონკრეტული გზა გვექნება საზოგადოებისთვის, თუ რა ნაბიჯებს გადავდგამთ“, - განაცხადა ვაშაძემ.