ადგილი ჰქონდა სისტემური ხასიათის ამომრჩევლების დაშინებას, მოსყიდვას, პირადობის მოწმობებით მანიპულირებას, საჯარო მოხელეებსა და სოციალურად დაუცველებზე ზეწოლასა და დაშინებას იმისთვის, რომ მომხდარიყო არჩევნების შედეგების და ქართველი ხალხის ნების მოპარვა - აცხადებს გიორგი გახარია საპარლამენტო არჩევნებზე და ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ შედეგებზე საუბრისას.
“მინდა, გითხრათ, რომ ამ წუთებში ვიბრძვით ყველგან მოქლაქეების ნების დასაცავად, ვიბრძვით ყველგან სადაც შესაძლებელია სამართლებრივად, რადგან საქართველოს მოქალაქეების ნება იყოს დადასტურებული ობიექტურად. ფაქტია, რომ ეს არ არის მხოლოდ აღქმები, ეს არის ფაქტი, რომ ივანიშვილმა საქართველოს მოქალაქეების ნებაზე იძალადა და ის შედეგები, რომლებიც გამოქვეყნდა, რა თქმა უნდა, არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას.
ეს არ მომხდარა, სამწუხაროდ, გუშინ, დიდი ხანია ამაზე ვსაუბრობდით ფაქტებით და კონკრეტული მტკიცებულებებით, რომლებიც გადავეცით საერთაშორისო პარტნიორებს, მათ შორის სადამკვირვებლო მისიებს და ასევე იქ, სადაც ამის შესაძლებლობა არსებობს, ამ დარღვევების წინააღმდეგ, რომელიც იყო განგრძობითი და არ იყო მხოლოდ გუშინდელ დღესთან დაკავშირებული.
შემიძლია ერთმნიშვნელოვნად გითხრათ, რომ ადგილი ჰქონდა, სისტემური ხასაითის ამომრჩევლების დაშინებას, მოსყიდვას, აიდი ბარათებით მანიპულირებას, საჯარო მოხელებზე და სოციალურად დაუცველებზე ზეწოლას, დაშინებას იმისთვის, რომ მომხდარიყო არჩვენების შეგდების მოპარვა.
ჩვენ გუნდზე და პარტიაზე განხორციელდა, ბოლო პერიოდის განმავლობაში, უპრეცედენტო ზეწოლა. პერსონალურად ივანიშვილი მე და ჩემს გუნდს,ახალგაზრდა პოლიტიკოსებს, გვემუქრებოდა გასამართლებით, რა თქმა უნდა, ამას თავისი კონკრეტული შედეგი მოჰყვა, რომელიც არჩევნებზეც აისახა. ამის მიხედავად,ჩემი გუნდის თოთოეულ წევრს, დამკვირვებელს, ამომრჩეველს მინდა მადლობა ვუთხრა, ჩვენ მაინც შევძელით ყევლასთვის დაგვემტკიცებინა, რომ პარტია საქართველოსთვის არის და მომავალშიც იქნება პოლიტიკურ ცხოვრებაში გაადმწყვეტი სიტყვის მთქმელი.
მინდა, საქართველოს მოქალაქეებს ვუთხრა, ახლა უიმედობის დრო არ არის, ახლა თითოეული ხმის დაცვის დროა. ყველა იმ ინფორმაციას, რომელიც ჩვენმა წარმომადგენლებმა უბნებზე მოიპოვეს, გადავცემთ შესაბამის ორგანოებს. ყველამ ერთად უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ დავიცვათ თითოეული ხმის მიცემის თავისუფლების უფლება, არჩევნების არსის გადაცემა, რადგან რაც ივანიშვილმა და “ოცნებამ“ ბოლო პერიოდში გააკეთა, არის ხალხისთვის არჩევანის უფლების წართმევა და მესამე, ყველას უნდა გვესმოდეს, არჩვენების შედეგების გადარჩენა, პირდაპირ არის დაკავშირებული ევროპული მომავლის გადარჩენასთან.
მოგიწოდებთ და გთხოვთ, ახლა არ არის უიმედობის დრო, ახლა არის 24 -საათიანი შრომის დრო, ყველაფრის მიუხედავად, რაც “ოცნებამ“ ჩაიდინა, ყველამ ერთად უნდა მივმართოთ გონივრული პროტესტის იმ ფორმებს, რომელიც მიზნად დაისახავს ჩვენი მოქალაქეების არჩევანის დაცვას“,- განაცხადა გახარიამ.