კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ ფორმულასა და მთავარი არხის დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები შეაჯამა.
"ორივე ეგზიტპოლის მიხედვით, ქართული ოცნება აგებს და 70-ზე ნაკლები მანდატი აქვს. ოპოზიცია კი იგებს. იმედი მაქვს, არცერთ ოპოზიციურ პარტიას არც არავითარი კითხვის ნიშნები არ ექნება, კოალიცია როგორ უნდა გაკეთდეს . ძალიან მიხარია, როგორც იქნა, საქართველოში რუსული მმართველობა დასრულდა. იმედი მაქვს, ბიძინა ივანიშვილი ამას აცნობიერებს, ადეკვატურ გადაწყვეტილებას მიიღებს და საზოგადოებაში სიმშვიდეს ხელს არ შეუშლის. ეს ქვეყნისთვის კარგია და მისთვისაც უმჯობესია.
ხმების დაცვის კუთხით, დღევანდელი დღეც უმნიშვნელოვანესია. ჩვენ ყოველწუთიერად ვიღებთ ე,წ ჩეკებს, რომლებიც მანქანებიდან იბეჭდება და აქ ოპოზიციას კიდევ უფრო უკეთესი შედეგები აქვს, რადგან კენჭისყრა ფარული იყო და შიშის ფაქტორი ვერ იმუშავებს". - თქვა გვარამიამ TV პირველის ეთერში.
საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის დასრულებისთანავე, ტელეკომპანიებმა "იმედმა", "მთავარმა არხმა" და "ფორმულამ" ეგზიტპოლის შედეგები გამოაქვეყნეს.
"იმედის" ეგზტიპოლი "გორბმა" ჩაატარა. შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა:
• ქართული ოცნება - 56,1%;
• ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა - 11,6;
• კოალიცია ცვლილებისთვის - 12,6%;
• ძლიერი საქართველო - 7;
• გახარია საქართველოსთვის - 4,8;
• გირჩი - 3;
• პატრიოტთა ალიანსი - 2,2;
• სხვა - 2,7.
"მთავარი არხის" დაკვეთით ეგზიტპოლი ჩაატარა HarrisX-მა:
• ქართული ოცნება - 42%;
• ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა - 13%;
• კოალიცია ცვლილებისთვის - 18%;
• ძლიერი საქართველო - 9%;
• გახარია საქართველოსთვის - 8%.
"ფორმულის" დაკვეთით კი ეგზიტპოლი ჩაატარა Edisson Research-მა:
• ქართული ოცნება - 40,9%;
• ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა - 16,7%;
• კოალიცია ცვლილებისთვის - 16,7%;
• ძლიერი საქართველო - 10,3%
• გახარია საქართველოსთვის - 8,2%;
• გირჩი - 2,3%;
• პატრიოტთა ალიანსი - 2%;
• ლეიბორისტული პარტია - 2%;
• სხვა - 0,9%.