„ბიძინას მინდა მივმართო, შეეგუე მარცხს, რა დღეში ხართ?! ოფისში გვივარდებით?! ეს დაგრჩათ მარტო? თქვენ დამარცხებულები ხართ, თქვენ ნადგურდებით ამ არჩევნებში.“- ასე ეხმაურება „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე ენმ-ს ცენტრალურ ოფისზე განხორციელებულ თავდასხმას.
ვაშაძის თქმით, ოცნება არჩევნებზე ნადგურდება, რასაც მათივე საქციელი მოწმობს:
„ბიძინას მინდა მივმართო, შეეგუე მარცხს, რა დღეში ხართ?! ოფისში გვივარდებით?! ეს დაგრჩათ მარტო? თქვენ დამარცხებულები ხართ, თქვენ ნადგურდებით ამ არჩევნებში, შეეგუეთ მარცხს და საზოგადოებას მივმართავ, აი ამის პასუხი, რასაც ისინი სჩადიან, უნდა იყოს მეტი აქტივობა საარჩევნო უბანზე, მეტი ხმა განვითარებისკენ, ევროპისკენ, რომ ამ უბედურ ძალას, რომელიც არის „ოცნება“ ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დავუსვათ.
ქოც ლიდერებს ვეუბნები, რამ შეგაშინათ ბიჭებო, დაწყნარდით, აღიარეთ მარცხი, ხომ იცით რომ დამარცხდით, ეს არ გიშველით, ჩვენ ყველა ხმას დავიცავთ და გამარჯვება არის ჩვენი, ამ გამარჯვებას არ გაგატანთ არცერთ შემთხვევაში. მოვუწოდებ ყველას, პასუხი ამ ძალადობაზე არის მეტი აქტივობა საარჩევნო უბნებზე, კიდევ დრო არის იმისთვის, რომ მივიდეთ და დიდი უპირატესობით დავამარცხოთ „ოცნება“- განაცხადა ვაშაძემ.