მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველას, რომ გააფერადეთ 41, იმისთვის, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა, ეკონომიკური განვითარება და კეთილდღეობა იგრძნოს თითოეულმა მოქალაქემ, - წერს თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, დღეს ძალიან მარტივია არჩევანის გაკეთება.
"დღევანდელ ვითარებაში ყველაზე მნიშვნელოვანია მშვიდობის შენარჩუნება. მშვიდობის გარეშე არაფერს აქვს ფასი. დღეს, ჩვენს ქვეყანას, გრძელვადიან პერსპექტივაში, ისე როგორც არასდროს, სჭირდება მშვიდობა, რასაც მოაქვს ეკონომიკური განვითარება, წინსვლა, აღმშენებლობა და ერთადერთი პოლიტიკური ძალა ქვეყანაში, ვისაც ეს შეუძლია, არის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“. დღეს, არჩევანის გაკეთება ძალიან მარტივია. ერთ მხარეს დგანან ძალები, რომლებიც პირდაპირ მოგვიწოდებდნენ ომში ჩართვისკენ, ძალები, რომლებიც მზად არიან, იკადრონ ყველანაირი ბოროტება და სიბინძურე ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ. არაერთხელ გვინახავს მათი ქმედებები, როდესაც ისინი ხელისუფლებაში იყვნენ. დღეს, შეიძლება სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიად არიან წარმოდგენილნი, რათა საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, თუმცა, ნახეთ თითოეული მათგანის წარსული, ვინ არიან, რას წარმოადგენდნენ. შესაბამისად, საზოგადოებას არ გაუჭირდება არჩევანის გაკეთება. მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველას, რომ გააფერადეთ 41, იმისთვის, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა, ეკონომიკური განვითარება და კეთილდღეობა იგრძნოს თითოეულმა მოქალაქემ", - აცხადებს კალაძე.