"კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.
„დღევანდელი დღე იქნება ისტორიული დღე ამ ქვეყნისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეები გააკეთებენ არჩევანს, რომელიც საბოლოო ჯამში ამ ქვეყანას წაიყვანს ევროკავშირისკენ, ნატო-სკენ და 5-6 წელიწადში ეს ქვეყანა გახდება სრულფასოვანი წევრი ევროკავშირის და რაღაცნაირად, განცდა მაქვს, რომ გავალთ სამშვიდობოს. მე მივეცი ამას ხმა და მგონია, რომ საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა გააკეთებს იგივე არჩევანს", - აღნიშნა ჯაფარიძემ.