საქართველოს პრეზიდენტმა საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა. სალომე ზურაბიშვილი საარჩევნო უბანზე რამდენიმე წუთის წინ მივიდა.
"მთელ საქართველოს მე მინდა მოვულოცო დღევანდელი დღე, რომელიც არის ბედნიერი. მე ხმა მივეცი ახალ საქართველოს, იმ საქართველოს რომლის გულისთვისაც ჩამოვედი ამ ქვეყანაში 22 წლის წინ , იმ საქართველოს რომელზეც ლოცულობდნენ ჩემი წინაპრები, მივეცი ხმა იმ საქართველოს, რომელზეც ლოცულობს მთელი საქართველო.
ჩვენ საღამოს ვიქნებით ყველა გამარჯვებული, დამარცხებული არავინ არ იქნება იმიტომ, რომ გაიმარჯვებს საქართველო" განაცხადა პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან ხმის მიცემის შემდეგ.