საპარლამენტო არჩევნების პარალელურად, 26 ოქტომბერს აჭარაში უმაღლესი საბჭოს არჩევნები იმართება.
არჩევნებში მონაწილეობას 317.119 ამომრჩეველი მიიღებს. საარჩევნო უბნების რაოდენობაა 317. ელექტრონულად არჩევნები წარიმართება 251 უბანზე (ამომრჩეველთა რაოდენობა 301.290—95.01% ), ტრადიციული მეთოდით 66 უბანზე (ამომრჩეველთა რაოდენობა 15.829—4.99% ). ადაპტირებული მეთოდით დაახლოებით 114 უბანზე.
უმაღლესი საბჭო შედგება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეების მიერ საყოველთაო, თავისუფალი, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით 4 წლის ვადით პროპორციული სისტემით არჩეული 21 დეპუტატისაგან.
აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობას 11 პარტია მიიღებს:
„ტრიბუნა“ N21;
„ქართული ოცნება” N41;
„გახარია საქართველოსთვის“ N25;
„გირჩი“ N36;
„ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ N12;
„კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“ N4;
„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ №5;
„ევროპელი დემოკრატები“ N6;
. „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ N9;
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ N8;
. „თავისუფალი საქართველო“ N20.