ივანიშვილის ქველმოქმედება უბრალოდ შირმაა - ამის შესახებ თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი "ტვ პირველისთვის" მიცემულ ინტერვიუში აცხადებს.
გიორგი ბაჩიაშვილის თქმით, "ივანიშვილი სიმართლეს არასდროს არ ამბობს".
ყველა მისი დიდი მოქმედება, რაც გაუკეთებია, ამ ტყუილით არის შეფარული. რა თქმა უნდა, მას თავის თავზე ლეგენდა აქვს აგებული ყველაზე დიდი ქველმოქმედის. რეალურად ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ეს არის, მხოლოდ და მხოლოდ, შირმა და არანაირი ქველმოქმედი ამ კაცის უკან არ დგას. ეს არის ადამიანი, რომელიც დღეს არის შეშლილი თავისი ძალაუფლებით. რაც უფრო დრო გადის, მით უფრო ძალიან ძლიერად ეჭიდება ამ თავის ხელისუფლებას"- აცხადებს ბაჩიაშვილი.
მეტიც, თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის თქმით, "ამ ქვეყანაში ივანიშვილი თვითონ არის გლობალური ომის პარტია".
სასამართლო, პროკურატურა, ყველაფერი მის ხელშია და პიარკამპანია კიდევ უზარმაზარი. ვინც მას არ ემორჩილება და ვისაც განსხვავებული აზრი აქვს, კი ვხედავთ ზოგს ჩარეცხილს ეძახის, ზოგს ჩახდილს, მოღალატეს, ამერიკის აგენტს, უსამშობლოს და ა.შ."- თქვა ბაჩიაშვილმა.