ბათუმში პარტია „გახარია საქართველოსთვის” ბანერი დააზიანეს. ბენზეს დასახლებაში ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის სააგიტაციო მასალა ბილბორდიდან ჩამოხიეს. ექსპრემიერის პარტიას ბათუმში სულ ორი ბილბორდი დაუთმეს, ორიდან ერთი კი ახლა დაზიანებულია.
პარტიის ლიდერები თავდასხმას ივანიშვილისს განცხადებებს უკავშირებენ.
“ამ ბანერს აშკარად ეტყობა ადამიანის კვალი, ანუ ხელი ატყვია, ის არის გაჭრილი და ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ აქ, დაკეტილ სივრცეში ვერავინ უნდა შემოსულიყო და ვერ უნდა ჩამოეხია ასე ბარბაროსულად ეს ბანერი. სამართალდამცავ ორგანოებს, მოვუწოდებ, დიდი იმედი არ მაქვს მათი, მაგრამ გაარკვიონ, იმიტომ, რომ ეს არის ბიძნა ივანიშვილის მუქარის შემდგომ უკვე მერამდენე ქმედება, როდესაც ოპოზიციაზე აშკარად ძალადობენ და როდესაც ოპოზიციას ხელს უშლიან საარჩევნო კამპანიის წარმოებაში, - განუცხადა პარტიის წარმომადგენელმა ჟურნალისტებს.