„ეს იყო უპრეცენდენტოდ მაშტაბური აქცია, რომლის მსგავსიც, ალბათ, ბოლო წლების განმავლობაში არ გვახსოვს - ბევრი მნიშვნელოვანი ღონისძიება იყო, სადაც მოსახლეობა აქტიურობდა, აქტიურად იკრიბებოდა, მაგრამ, ვფიქრობ, გუშინდელი დასკვნითი ღონისძიება, როდესაც თბილისში მოხდა წინასაარჩევნო კამპანიის პრეზენტაცია, იყო უპრეცენდენტოდ მასშტაბური და ეს არის მოსახლეობის პოზიციის თვალსაჩინო მაგალითი, რაც მკაფიოდ დადასტურდება ორ დღეში არჩევნების შედეგებით“ - ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა მედიის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც თბილისში „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის დასკვნითი ღონისძიების შეფასებას ეხებოდა.
პირველი ვიცე-პრემიერის თქმით, მოსახლეობამ დააფიქსირა, რომ აქვს ქვეყნის განვითარებისა და სტაბილურობის სურვილი.
„გუშინდელ ღონისძიებაზე მყოფი ყველა ადამიანი ცალსახად ხედავდა, რა სულისკვეთება არსებობს ჩვენს ამომრჩეველში, ჩვენს მოსახლეობაში - ეს არის მყარი მხარდაჭერა და სურვილი სტაბილურობისა და განვითარების კუთხით“ - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.