სალომე ზურაბიშვილის გეგმა იყო, ოპოზიციის ლიდერად წარმოეჩინა თავი. ოპოზიციამ ზურაბიშვილი თავზე არ დაისვა და საშუალება არ მისცა, პრემიერის კანდიდატურა წარედგინა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
„სალომე ზურაბიშვილის გეგმა და იდეა იყო ის, რომ ოპოზიციის ლიდერად წარმოეჩინა თავი. არჩევნები როდესაც მოახლოვდა, რასაკვირველია, ოპოზიციამ სალომე ზურაბიშვილი თავზე არ დაისვა და საშუალება არ მისცეს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა წარედგინა. იდეა ერთი იყო, რომ ხალხისთვის მიეწოდებინა ინფორმაცია, თითქოს სისხლიანი და კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ არ მოდის, არამედ ტექნიკური, ინტელექტუალური მთავრობა იქნება ის, ვინც გარკვეული პერიოდის მანძილზე საქართველოს განაგებს. ეს აბსურდული და არაკონსტიტუციური იყო. რასაკვირველია, ამ ლეღვის ფოთლის უკან ის რეალობა ვერ დაიმალა, რასაც კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ მუდმივად ქადაგებდა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.