როგორი გამარჯვებაც დღევანდელი მარში არის, სულ ასეთი გამარჯვებულები იყვნენ ქვეყნის მტრები, მოღალატეები და აგენტები. - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ „ევროკავშირის მარშზე“ მედიასთან განაცხადა.
„როგორი გამარჯვებაც დღევანდელი მარში არის, სულ ასეთი გამარჯვებულები იყვნენ ქვეყნის მტრები, მოღალატეები და აგენტები. ყველას აქვს თავისი შეხედულება და უფლება, გამოვიდეს, შეიკრიბოს. ეს ადრე იყო შეზღუდული და ცდილობდნენ, რომ განსხვავებული აზრი ჩაეხშოთ. დღეს ჩვენ გვაქვს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს ქვეყანა დემოკრატიულად ვითარდება და რაც, სამწუხაროდ, უკრაინაში ხდება, ეს აქ არ მოხდება. ქვეყანაში გვექნება მშვიდობა, მოხდება ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და წინსვლა“, – განაცხადა კახა კალაძემ.