დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ ლამიმ მოუწოდა ჩინეთს, გამოიძიოს ბრალდებები, რუსეთისთვის უკრაინის წინააღმდეგ ომში იარაღი მიწოდებასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ამან შესაძლოა, ზიანი მიაყენოს ჩინეთის ურთიერთობებს ევროპასთან. იუწყება Politico
ბრიტანელი მინისტრის განცხადება რუსეთის ფედერაციისთვის იარაღის მწარმოებელ ჩინური კომპანიებისთვის სანქციების დაწესების შესახებ აშშ-ის გადაწყვეტილების პარალელურად გაკეთდა.
ჩინეთში ვიზიტის დროს ლამიმ საგარეო საქმეთა მინისტრს ვანგ ის განუცხადა, რომ ბრიტანეთსა და ჩინეთს აქვთ „საერთო ინტერესი ევროპული მშვიდობისა და ომის დასრულებასთან დაკავშირებით“ უკრაინაში.
მისი თქმით, ჩინეთის მიერ რუსეთისთვის იარაღის მიწოდება ქმნის „რისკებს, დააზიანოს ჩინეთის ურთიერთობები ევროპასთან და ამავდროულად ეხმარება უკრაინის წინააღმდეგ ომის მხარდაჭერას“.
მანამდე შეერთებულმა შტატებმა არაერთხელ გააფრთხილა ჩინეთი რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიის მხარდაჭერის შესახებ და დააწესა ასობით სანქცია, რომელიც მიზნად ისახავს შეზღუდოს მოსკოვის შესაძლებლობი გამოიყენოს გარკვეული ტექნოლოგიები სამხედრო მიზნებისთვის.