ფხენიანის განცხადებით, ქვეყნის ტერიტორიაზე სამხრეთ კორეული დრონის ნამსხვრევებიაღმოაჩინეს, რის შემდეგაც ჩრდილოეთ კორეამ სეული „სამხედრო პროვოკაციაში“ დაადანაშაულა
ჩრდილოეთ კორეის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, შემდეგ ჯერზე სამხედრო საშუალებებით ქვეყნის ტერიტორიის დარღვევა, განიხილება "ომის გამოცხადებას" და მას "დაუყოვნებლივ საპასუხო დარტყმა" მოჰყვება.
ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლების ცნობით, სამხრეთ კორეის სამხედრო უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევები ფხენიანში 13 ოქტომბერს იპოვეს.
სპეციალურად შექმნილი საგამოძიებო ჯგუფი დიდი ალბათობით ვარაუდობს, რომ სწორედ ამ დრონმა მიმოფანტა ბროშურები ფხენიანის ცენტრში, მაგრამ საბოლოო დასკვნა ჯერ არ არის გაკეთებული.
ფხენიანის მტკიცებით, ოქტომბერში სამხრეთ კორეული დრონები პროპაგანდისტული ბროშურებით, სამჯერ მიუახლოვდნენ ქვეყნის დედაქალაქს.
სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრმა კიმ იონგ-ჰიუნმა განაცხადა, რომ ამ ინფორმაციას „ვერ ადასტურებს“.