საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარს ბადრი ოყუჯავას თავს დაესხნენ. ინფორმაციას ამის შესახებ თავდაპირველად სოვლაბის პროექტის მენეჯერმა, პარლამენტის ყოფილი დეპუტატმა გიორგი კანდელაკმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.
"სოვლაბის მკვლევარს ბადრი ოყუჯავას რამდენიმე წუთის წინ 7 კაცი დაესხა თავს მაჭავარიანის და ბარნოვის კუთხეში" - წერს გიორგი კანდელაკი.