მედიის ცნობით, პოლიციამ ტოკიოში დააკავა კაცი, რომელმაც “მოლოტოვის კოქტეილები” ესროლა მმართველი ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ცენტრალურ ოფისს და შემდეგ ავტომობილით შეჭრა სცადა პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაში.
საერთო ჯამში, დაკავებულმა პარტიის ოფისის შესასვლელთან ხუთი-ექვსი „მოლოტოვის კოქტეილი“ ისროლა, ერთ-ერთი მათგანი პოლიციის მანქანას მოხვდა, მაგრამ არავინ დაშავებულა.
ამის შემდეგ თავდამსხმელი დანაშაულის ადგილიდან ავტომობილით მიიმალა, რომლითაც მთავრობის მეთაურის რეზიდენციის ტერიტორიაზე შეღწევას ცდილობდა., მაგრამ ღობეს დაეჯახა
მას სურდა აალებადი ნივთი ესროლა რეზიდენციის მიმართულებით , მაგრამ პოლიციამ დააკავა.
თვითმხილველების თქმით, რომლებმაც სოციალურ ქსელში მომხდარის ამსახველი კადრები გამოაქვეყნეს, პრემიერის რეზიდენციის ღობესთან შეჯახების შემდეგ მანქანას ცეცხლი გაუჩნდა.
დაკავებული ტოკიოს მეზობლად მდებარე საიტამას პრეფექტურის ქალაქ კავაგუჩის მცხოვრები, 49 წლის აცუნობუ უსუდაა. მისი მოტივი უცნობია.