კუბაში, პარასკევს, 18 აგვისტოს ერთ-ერთ მთავარ ელექტროსადგურზე ავარიის შედეგად მთელი ქვეყანა ელექტრომომარაგების გარეშე დარჩა.
ავარია მოხდა ანტონიო გუტიერესის თბოელექტროსადგურზე ქალაქ მატანსასში და გამოიწვია ეროვნული ელექტროქსელის გათიშვა.
კუბის პრეზიდენტმა მიგელ დიას-კანელმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ელექტრომომარაგების აღდგენის სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა როდის დასრულდება, ჯერ უცნობია.
კუნძულის 10-მილიონიან მოსახლეობას ურჩიეს გადავიდნენ ელექტროენერგიის დაზოგვის მკაცრ რეჟიმში.
ყველა დაწესებულების თანამშრომელი, გარდა სასწრაფო დახმარებისა, სახლში გაგზავნეს. სკოლები და უნივერსიტეტები დაიკეტა სულ მცირე კვირამდე. ასევე დაკეტილია გასართობი ადგილები და სავაჭრო ცენტრები.
მედია იუწყება, რომ კუბაში ელექტროენერგიის გათიშვა ხშირი შემთხვევაა. მიზეზი ელექტროსადგურებსა და ენერგეტიკულ ცენტრებში მოძველებული აღჭურვილობა და საწვავის ნაკლებობაა.
შეერთებულმა შტატებმა დააწესა ემბარგო კუბაში საწვავის და აღჭურვილობის ექსპორტზე ჯერ კიდევ ცივი ომის ეპოქაში, ხოლო მთავარმა მომწოდებლებმა - ვენესუელამ, მექსიკამ და რუსეთმა, ბოლო წლებში შეამცირეს მიწოდება.
ამის გამო კუბა იძულებულია საწვავის იყიდოს საკმაოდ მაღალ ფასებში, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის ეკონომიკა უმძიმეს მდგომარეობაშია.